კომპანიის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, როდესაც კომპანიები მუდმივად განაგრძობენ გაფართოებას, სამართლებრივი ფორმის და სხვა სახის ცვლილებებს, შეიძლება წარმოიქმნას შემდეგი ფინანსური მომსახურების საჭიროება:
შერწყმა – ორი ან მეტი საწარმოს გაერთიანების პროცესი.
გაყოფა – საწარმოს ორ ან მეტ საწარმოდ გაყოფა.
ლიკვიდაცია – საწარმოს მიერ თავისი ფუნქციონირების შეწყვეტა.
ბიზნესის ყიდვა–გაყიდვა – ბიზნესის ყიდვის დროს არსებული ბიზნესის ყიდვის საფუძვლების აღმოჩენა, ხოლო გაყიდვის შემთხვევაში სწორი დროის შერჩევა და ამ პროცესში დახმარება.
ბიზნესის შეფასება – კომპანიის ყველა აქტივისა და ვალდებულების, შემოსავლების, განვითარების პერსპექტივებისა და კონკურენტებთან შედარების ჭრილში შეფასება.
რესტრუქტურიზაცია – ორგანიზაციული პროცესების შესწავლა და გარდაქმნა იმისათვის, რომ ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნები იყოს მიღწეული.
ყველა ეს მოქმედება მრავალი რისკის შემცველი, საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი კუთხით, ამიტომ საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალების ჩართვას. რისკები შესაძლოა გამოწვეული იყოს ამა თუ იმ მოქმედების კანონმდებლობასთან სრულად ან ნაწილობრივ შეუსაბამობის, ფინანსური შედეგების ბოლომდე არ გათვლის, პარტნიორის არასაკმარისად შესწავლის, ვადების დარღვევის და სხვათა გამო.
ჩვენ გთავაზობთ
ჩვენი ექსპერტები გაგიწევენ პროფესიონალურ დახმარებას ყველა ზემოთ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში, მათი მუშაობის მეთოდოლოგია დაფუძნებულია კლიენტი კომპანიის ბიზნეს გარემოს და მისი ფუნქციონირების სიღრმისეულ შესწავლაზე. ისინი მოგცემენ კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო და მნიშვნელოვან პრაქტიკულ რეკომენდაციებს. ასევე საჭიროების შემთხვევაში სრულად აიღებენ საკუთარ თავზე აღნიშნული სიტუაციების მართვას.