ნებისმიერ კომპანიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორად იყოს განხორციელებული ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვა, რაც გულისხმობს მათ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას და რისკების შეფასება-გამოვლენას, მათზე პრევენციული რეაგირების მოხდენის მიზნით. ეს ყოველივე თავიდან აარიდებს კომპანიას მოულოდნელ გართულებებს კანონთან და დაიცავს სხვადასხვა სახის სანქციებისაგან.
რა არის ამისათვის საჭირო?
ამისათვის, თქვენ მუდმივად უნდა გქონდეთ ზუსტი ინფორმაცია თქვენს კომპანიაში არსებულ ფინანსურ და საგადასახადო საკითხებზე. გესაჭიროებათ გამოცდილი პროფესიონალების კონსულტაციები არგუმენტირებული განმარტებებით, რომლის საფუძველზეც გექნებათ ზუსტი ინსტრუქცია, როგორ მოიქცეთ ნებისმიერ სიტუაციაში.
საკონსულტაციო სერვისი მოიცავს რჩევებს შემდეგ საკითხებზე:
- ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე;
- საგადასახადო კანონმდებლობაზე;
- კომპანიაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად გასატარებელ ღონისძიებებზე;
- საგადასახადო და სამეწარმეო საკითხებზე;
- საგადასახადო და ბიზნეს-სამართლებრივ საკითხებზე;
- ფინანსური აღრიცხვის საკითხებზე საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისობაზე;
- შრომისა და სამეწარმეო კანონმდებლობაზე;
- საგადასახადო და ბიზნეს რისკების შეფასებას;
ჩვენ გთავაზობთ
მიიღოთ ჩვენი გამოცდილი ექსპერტის რჩევები, რათა გქონდეთ თქვენს კომპანიაში მიმდინარე პროცესების საფუძვლიანი ანალიზი, გქონდეთ მუდმივი მხარდაჭერა, დამოუკიდებელი შეფასება და რეალური ხედვა ნებისმიერ სიტუაციაში, რათა მოახდინოთ შესაბამის რისკებზე სწრაფი რეაგირება.