როგორც წესი კომპანიების მენეჯერები თავისი ძირითადი საქმიანობის მნიშვნელოვან პროცესებში იმდენად არიან ჩართულნი, რომ სრულფასოვნად ვეღარ ახერხებენ კომპანიის წინაშე მდგომი ფინანსური და საგადასახადო რისკების შეფასებას და მართვას, რაც თავის მხრივ ზრდის კომპანიისთვის საგადასახადო ჯარიმების დაკისრების რისკებს, ეს კი ფინანსურ ზარალთან ერთად დარტყმის ქვეშ  აყენებს კომპანიის რეპუტაციას და პერსპექტივებს.

ამასთან მხედველობაში მისაღებია, რომ მიუხედავად ერთი შეხედვით სწორი ბუღალტრული აღრიცხვისა, მაინც არსებობს საკმაო რისკი იმისა, რომ ცალკეული სამეურნეო ოპერაციები არ შეესაბამებოდნენ საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს. უნებლიე შეცდომამ ან კანონის ნიუანსებში ბოლომდე გაუთვითცნობიერებლობამ შეიძლება კომპანიისთვის სერიოზული საჯარიმო სანქციები გამოიწვიოს

ამდენად, თუ კომპანიას უმაღლეს დონეზე არა აქვს დალაგებული აღრიცხვა და ანგარიშგება, ყოველთვის არსებობს საგადასახადო და ფინანსური რისკები. მით უმეტეს განსაკუთრებით დიდია ასეთი რისკები საქართველოში არსებულ ნორმატიულ სივრცესა და გარემოში, სადაც მუდმივად მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებები.

თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ აწარმოოთ კომპანიის საქმიანობა საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში, და ასევე თვლით, რომ საგადასახადო რისკების მართვა და შემცირება მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისთვის

ჩვენს გთავაზობთ

ჩვენი ექსპერტების და აუდიტორების დახმარებით კომპანიის ხელმძღვანელობა ბოლომდე აკონტროლებდეს კომპანიაში მიმდინარე პროცესებს, იყოს დარწმუნებული, რომ კომპანიაში საგადასახადო რისკები მინიმალურია ან საერთოდ არ არსებობს. ვინაიდან კომპანიის საგადასახადო რისკების მართვა სპეციფიკური პროცესია, უმჯობესია ის პროფესიონალებს მიანდოთ, თქვენ კი იყოთ ფოკუსირებული ბიზნესის ძირითად მიზნებზე.

ამასთან ჩვენი პროფესიული პასუხისგებლობის დაზღვევას ახორციელებს სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი ჰოლდინგი”. შესაბამისად ჩვენი ყველა კლიენტი დაზღვეულია “ჯი პი აი”–ში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში თქვენი ბიზნესი სრულად იქნება დაზღვეული საგადასახადო რისკებისაგან.

დაგვიკავშირდით
თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე