კომპანიის წარმატებული ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია, რომ სრულად და სწორად იყოს აღრიცხული მისი სასაწყობე მეურნეობა, სასაქონლო–მატერიალური მარაგები და აქტივები, რაც გულისხმობს ექსპერტის მიერ მათ ზუსტ აღრიცხვას, შეფასებას, მათი ეფექტურობის, ლიკვიდურობის და ვადების მიხედვით დალაგებას.
იმისათვის, რომ კომპანიას სწორად ჰქონდეს აღრიცხული მის ბალანსზე რიცხული, მათ შორის რაღაც მიზეზით გამოწვეული დანაკლისი ან პირიქით აღურიცხავი ყველა აქტივი და მარაგი, აუცილებელია ყოველწლიური ინვენტარიზაციის ჩატარება. ეს პირველ რიგში საჭიროა, რათა კომპანიას ჰქონდეს ინფორმაცია, მის საკუთრებაში რიცხული მარაგების რეალური რაოდენობის შესახებ, რათა სწორად დაიგეგმოს საწარმოო პროცესები, ასევე მოხდეს აღრიცხვაში აღმოჩენილი ხარვეზების და მათი გამომწვევი მიზეზების გამოსწორება. მეორეც, ეს მნიშვნელოვანია საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობის კუთხით, რათა არ მოხდეს კომპანიაზე საგადასახადო სანქციების გავრცელება.
ინვენტარიზაცია გულისხმობს კომპანიის სასაქონლო–მატერიალური მარაგების და აქტივების ფიზიკურად შემოწმებას, მათი რაოდენობის და ხარისხის დასადგენად. ინვენტარიზაციის პროცესი პირველ ეტაპზე მოიცავს აქტივების ფიზიკურ დათვალიერებას, დათვლას და აღრიცხვას. შემედეგ ეტაპზე ხდება მათი შედარება პირველად დოკუმენტაციასთან და საბუღალტრო ჩანაწრებთან. ხოლო მესამე ეტაპზე აუდიტორის მიერ მზადდება დასკვნა გამოვლენილი სხვაობების (როგორც დანაკლისი, ასევე ზედმეტობის ჩათვლით) და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.
ჩვენ გთავაზობთ
თქვენი კომპანიის სრული ინვენტარიზაციის ჩატარებას, მარაგების და აქტივების ანალიზს, ზედმეტობა/დანაკლისის გამოვლენას, მათი გამომწვევი მიზეზების დადგენას და მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდაციათა პაკეტის შემუშავებას, ასევე სასაწყობე მეურნეობის სრულად გამართვა–ავტომატიზაციას.