კომპანიის წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სწორი ფინანსური ანალიზია

ფინანსური დაგეგმვა და ანალიზი (FP&A) მოიცავს კომპანიის არსებული ფინანსური მდგომარეობის შესწავლას, რისკებისა და საქმიანობის შედეგების ანალიტიკას, ობიექტურად შეფასებას და ამ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციაზე დაყრდნობით სწორი ფინანსური და მენეჯმენტ გადაწყვეტილებების მიღებაში მხარდაჭერას.

ფინანსური დაგეგმვა და ანალიზი, კორპორატიული ფინანსების არსებითი ნაწილია და მთავარი ინსტრუმენტი ნებისმიერი ფირმისთვის, რომელსაც სურს დარჩეს კონკურენტუნარიანი ბაზარზე. ფინანსური მდგომარეობის ანალიზის გამოყენებით შესაძლებელია საწარმოს ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა, კომპანიის ზედმეტი ხარჯების შემცირება და მაქსიმალური მოგების მიღება, რაც, თავის მხრივ, საშუალებას გაძლევთ გახადოთ თქვენი კომპანია მეტად ეფექტური. ფინანსური ანალიზის გარეშე ორგანიზაცია ვერ ხედავს საერთო სურათს და საკუთარ სტრატეგიულ მიზნებს.

ფინანსური დაგეგმარება და ანალიზი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყველა პატარა, საშუალო თუ დიდი კომპანიის საქმიანობაში. რა ბიზნესითაც არ უნდა იყოთ დაკავებული ყველა კომპანიას სჭირდება ფინანსური ანალიზი (გეგმა) – რაც ასახავს კომპანიის გეგმებს, მიზნებს, ამოცანებს, მათი მიღწევის გზებს და განსაზღვრავს სამომავლო შედეგებს.

გახსოვდეთ, რა წარმატებული იდეებიც არ უნდა გქონდეთ, ვერასოდეს იქნებით წარმატებული, თუკი მათი განხორციელება ვერ შეძელით. ფინანსური ანალიზი კი არის ის ინსტრუმენტი რომელიც მოიცავს, დეტალურ ნაბიჯებს თუ როგორ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს.

რა არის მოწესრიგებული ფინანსური ანალიზის და სააღრიცხვო პოლიტიკის ბენეფიტები?

პირველ რიგში, აკონტროლებთ საკუთარ კომპანიაში მიმდინარე პროცესებს. ასევე დაცული ხართ საგადასახადო და ფინანსური რისკებისაგან.

ვინ არიან ფინანსური ინფორმაციის მომხმარებლები ?

  • კომპანიის მესაკუთრეები და მფლობელები
  • პოტენციური ინვესტორები
  • ხელმძღვანელობა და მენეჯმენტი
  • ბუღალტერია და შიდა აუდიტი
  • ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები
  • მომწოდებლები და კრედიტორები

ჩვენ გთავაზობთ

ჩვენი ექსპერტები გეხმარებიან ფინანსების სწორად დაგეგმვაში, ბიუჯეტის და ბიზნეს გეგმის შემუშავებაში, რაც კომპანიიის გრძელვადიანი განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა. შედეგად ჩვენი კლიენტები იღებენ საჭირო მონაცემებს ეფექტური ფინანსური და ბიზნეს გადაწყვეტილების მისაღებად და აღწევენ დასახულ მიზნებს. სწორად ფინანსური მდგომარეობა, საბოლოო ჯამში საშუალებას აძლევს კომპანიის მენეჯმენტს დასახოს სწორი მიზნები და ამოცანები, განახორციელონ ისინი წარმატებით.

დაგვიკავშირდით
თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე